понедельник, 18 октября 2010 г.

ალავერდი





















1.პროექტის სახელი: ალავერდი
2.პროექტის მოკლე აღწერა: ალავერდის ისტორიული ძეგლის შესწავლა და ანალიზი
3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ქმნიან მუშა–ჯგუფებს,ინაწილებენ დავალებებს,რათა თითოეული ძირფესვიანად შეისწავლონ.ამისათვის გეგმავენ საველე სამუშაოებს,რათა შეხვდნენ ადგილობრივ მაცხოვრებლებს,აიღონ მათგან ინტერვიუები ტაძრის შესახებ,შეადგინონ ფოტოალბომი,აუდიომასალა,მოიძიებენ ხალხში გაბნეულ თქმულებებს,იწერენ და შემდეგ ჩანახატების სახით გადმოსცემენ შთაბეჭდილებებს.
მოსწავლეები სხვადასხვა დოკუმენტურ მასალას წარმოადგენენ ტაძრის შესახებ და უფრო გაუღვივდებათ წარსულის შესწავლის ინტერესი.საბოლოოდ ყველა მონაცემი გაერთიანდება ერთ საიტზე.
4.მონაწილეთა ასაკი/კლასები: 17-16წ, XII
5.ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მასალის მოძიება დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით,კვლევა საველე სამუშაოების სახით,ინტერვიუების ჩაწერა,ფოტო და ვიდეო
მასალების მოძიება,დისკუსიები,თეატრალური წარმოდგენის მოწყობა,ჩანახატების გაკეთება მიღებული შთაბეჭდილებების მიხედვით,ფოტოალბომის შექმნა,გამოფენის პრეზენტაციის მოწყობა.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: ფოტოალბომი,გამოფენა, ჩანახატები,ფოტოები,ვიდეომასალა,პრეზენტაცია,ბლოგი შექმნილი მასალების მიხედვით.
8.სარგებელი სხვებისთვის: გაეცნობიან ტაძართან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას,შეადარებენ
ერთმანეთს,წარსულიდან რა შემორჩა და რა დაიკარგა. მოსწავლეები აკეთებენ დასკვნებს,
ისტორიულ ძეგლში თითოეულ საუკუნეში როგორ ვლინდება ქართული ხასიათი.
9.სამუშაო ენა: ქართული.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია– შეისწავლიან ტაძრის აგების ისტორიას,თამარის ხანას მთლიანად და გააკეთებენ დასკვნებს.
გეოგრაფია– გაიუმჯობესებენ რუკაზე ორიენტირების უნარს,შეისწავლიან ტაძრის გეოგრაფიულ მდებარეობას,ლანდშაფტს,კლიმატს და მის გავლენას ხალხზე.
ქართული ლიტერატურა–მოიძიებენ და შეისწავლიან ლიტერატურულ ნაწარმოებებს,სადაც ბეთანიის ტაძარზე და თამარზეა საუბარი.სხვადასხვა საშუალებებით(ინტერნეტი,წიგნები) სარგებლობის ჩვევის ჩამოყალიბება,ლიტერატურული ნაწარმოებების გაცნობა,მხატვრული ტექსტის გაგება,თვითგამოხატვა,
მსჯელობის უნარის განვითარება,დისკუსიაში მონაწილეობა.
ხელოვნება–შეისწავლიან ბეთანიის ტაძრის არქიტექტურას,მის სტილს და კავშირს საუკუნესთან.მოძებნიან, რა არის საერთო და განმასხვავებელი თამარის ხანის ძეგლებში.
რელიგია–მოძიებული მასალების საფუძველზე შეისწავლიან,რა იყო ქრისტიანული კანონიკით ნებადართული ფრესკის წერისას და როგორია ბეთანიის ტამარის ფრესკა?რა კავშირი აქვს დანარჩენ 3 ფრესკასთან, რომელიც ყინწვისის, ბერთუბნის და ვარძიის სახით არის წარმოდგენილი.
საინფორმაციო ტექნოლოგიები– ინფორმაციის მოპოვება,დამუშავება,გაცვლა, ისტ–ის საშუალებების მოხმარების დემონსტრირება, ელექტრონულ ფორმატში არსებული რესურსების სიზუსტის შეფასება.
11.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12.პროექტის ფასილიტატორის სახელი: მარინა ტარუღიშვილი.
თბილისის 124–ე საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი.
13.პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:mtarugishvili@gmail.com
14.პროექტის ფორუმი:http://foro.iearn.org/webx?14@@.1ea82793
15.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:http://www.marina-betania.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий